კომპანია

კომპანია 2018-07-03T21:33:43+02:00

2011 წელს  შვეიცარიაში დაფუძნებული კომპანია “გეოჰაუს”-ი ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ტრადიციის, მრავალათასწლიანი ისტორიის მქონე ღვინის და სხვა პროდუქტების პოპულარიზაციას ევროპის გერმანულენოვან ქვეყნებში.

ჩვენი ძალიხმევით “გეოჰაუს”-ი პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად ატარებს ქართული კულტურის საღამოებს, კონცერტებს, დეგუსტაციებს, გამოფენებს, შეხვედრებს სხვადასხვა ქართველ საზოგადო მოღვაწესთან ქართული ღვინითა და კერძებით. ჩვენი ძალიხმევით  2014 წლიდან  ციურიხში ყოველთვიურად აღევლინება ქართული წირვა.

“გეოჰაუს”-ის კვალიფიციურ თარჯიმანთა გუნდი უზრუნველყოფს ნებისმიერი თემატიკის ტექსტის თარგმნას სასურველ ენაზე და დაგეხმარებათ ენობრივი ბარიერის გადალახვაში.

“გეოჰაუს”-ის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა თემატიკის ტურის ორგანიზება საქართველოში, მათ შორის კულტურული, სათავგადასავლო, ღვინის, მომლოცველობითი და ა.შ.

თანამშრომლობის სურვილით,

გეოჰაუსი